2018 წლის 17 ნოემბერს სასტუმრო ’’Hotel Museum’’-ში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: ’’ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები’’.
კონფერენციის ოფიციალური პარტნიორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში!
კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, დოქტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში;
კონფერენციის კოორდინატორი, თათია ღერკენაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტების კოორდინატორი;
კონფერენციის თანახელმძღვანელი: დოქტორი ნათია ჭიღვარია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა აქტიური ჩართვის სტიმულირება, ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა და კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადება.
კონფერენცია ფარავდა შემდეგ სექციებს:
- ეკონომიკა და ინოვაციები. მოდერატორი:
გიორგი ღაღანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.
- საჯარო მმართველობა, ევროპის საჯარო და სისხლის სამართალი. მოდერატორები:
ბერნდ თომას ჰაინრიხი, ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) სისხლის სამართლის დოქტორი და ნანა მაჭარაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) მმართველობის სკოლის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები აკადემიური წრეებიდან, დონორი ორგანიზაციიდან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან:
- ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა;
- გერმანიის ფრაიბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80 დოქტორანტმა და პოსტ დოქტორანტმა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან, საიდანაც სარედაქციო კოლეგიისა და სექციების შესაბამისი მოდერატორების მიერ წინასწარ გამოგზავნილი ანოტაციებისა და სამეცნიერო ნაშრომების შეფასების საფუძველზე შეირჩა 20-მდე მონაწილე შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
- ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია);
- სოდერტორნის უნივერსიტეტი (შვედეთი);
- ესტონეთის ბიზნესის სკოლა (ტალინი)
- რუსულ-სომხური უნივერსიტეტი (ერევანი);
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო);
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო);
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
- კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
კონფერენციის ბოლოს მოდერატორების მიერ გამოვლინდნენ საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების ავტორები:
- ლევან გორელაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, დოქტორანტი;
- თამარ აბზიანიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დოქტორანტი.
კონფერენციის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.
გამოიცა მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომების კრებული.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდგომ გაიმართა საზეიმო წვეულება.
კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე.