2018 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) დოქტორ ბერნდ თომას ჰაინრიხის საჯარო ლექცია თემაზე: “პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ელიტური კორუფციის გამოვლენა’’.
ბერნდ თომას ჰაინრიხი არის ებერჰარდ-კარლს ტუბინგენის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ექსპერტი ევროპული სამართლის საკითხებში.
ლექციაზე ყურადღება დაეთმო მსჯელობას ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.
ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.