2018 წლის 19 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”
ჩაატარა სემინარი თემაზე ,,გაეროს 2006 წლის კონვენციით განსაზღვრული შშმ პირთა უფლებები” სემინარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო და სოციალური მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ, სწორი და არასწორი ტერმინოლოგია და არსებული ბარიერები, რომლებსაც შშმ პირები საქართველოში აწყდებიან.
სემინარის ხორციელდება პროექტის -“ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის” ფარგლებში, IFES-ის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით და მისი მიზანია შშმ პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მომავალ თაობაში.
🔽19.04.2018
🔽13:00 საათი.
🔽აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, 26-ე აუდიტორია.