31 იანვარს ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
✍ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა მარიკა არავიძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ირაკლი ტიბუამ.
📄მემორანდუმი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობას .
📜თანამშრომლობა ითვალისწინებს ცენტრის პარტნიორობას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას, მის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში;
ცენტრი, პროექტის პარტნიორობის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტში გამარჯვებულ პირს/პირებს გადასცემს 20% ფასდაკლების ბარათს ცენტრში მიმდინარე ნებისმიერ ტრენინგზე/კურსზე;