Fresenius უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი DR. RICHARD C.GEIBEL აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა “ციფრული მენეჯმენტის” სამაგისტრო პროგრამაზე, რომლზე რეგისტრაციაც EEU-ს სტუდენტებს მომავალი სასწავლო წლიდან შეეძლებათ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი სემესტრი კიოლნში, Fresenius უნივერსიტეტში ისწავლონ და ამავდროულად, ორმაგ დიპლომს დაეუფლონ. სწავლების პროცესში სტუდენტები გაეცნობიან ციფრული ბიზნეს მოდელების განვითარების, შეფასების ანალიზსა და მეთოდებს. ასევე, ციფრული ტრანსფორმაციის უახლეს ტენდენციებს. გარდა ამისა, შეძლებენ დამოუკიდებლად შეიმუშაონ და ეფექტურად წარმოადგინონ ციფრული ბიზნეს მოდელები არსებული ციფრული გარდაქმნების საფუძველზე.
პროფესორმა რიჩარდ გეიბელმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში აკადემიური პერსონალისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სწავლების მეთოდებზე სპეციალური ტრენინგი და ვორკშოპიც ჩაატარა.