სამიზნე ჯგუფი:
- ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე)
- ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს
- არ არის საჭირო აქტიური სტუდენტის სტატუსი
- საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მანამდე მიღებული Erasmus+ სტიპენდია დაბრკოლებას არ წარმოადგენს
ზოგადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნის ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან) ინგლისური ენის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი B2 დონეზე (მაგ. IELTS, TOEFL)
- CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი)
- სამოტივაციო წერილი
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი
გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამების მიხედვით !
კონკურსში მონაწილეობის წესები:
ერთ აპლიკანტს ერთდროულად (ერთი კონკურსის ფარგლებში) შეუძლია განაცხადის გაგზავნა მაქსიმუმ სამ პროგრამაზე.
აპლიკანტი ინდივიდუალურად განაცხადს აგზავნის პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია კონკრეტული პროგრამის ვებგვერდზე). განაცხადი კეთდება ონლაინ რეჟიმში. წინასწარ უნდა დაადგინოთ ყველა დეტალი სწორედ მაკოორდინირებელ უნივერსიტეტთან, რამდენადაც კონკურსის წესები შეიძლება პროგრამების მიხედვით განსხვავებული იყოს.
ინფორმაცია დაფინანსების შესახებ:
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტი იღებს სტიპენდიას (1000 Euro თვეში). პროგრამა ასევე ფარავს სწავლის საფასურს, ვიზის, დაზღვევის და მგზავრობის ხარჯებს.
პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე (ბმულზე-ჩასვით ლინკი https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/library/emjmd-catalogue_en )
დამატებითი ინფორმაცია:
პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს (EEU) ან ეწვიეთ ვებგვერდს:
http://erasmusplus.org.ge/services/jmd; https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/library/emjmd-catalogue_en )
საკონტაქტო ინფორმაცია
ნონა ტატიაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU)
შატილის ქ. 4, თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: n.tatiashvili@eeu.edu.ge
ტელეფონი: +995 595 181981