სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე ტენდენციები”.
კონფერენციაზე ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის განათლების ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად, მოხენებები ქართველმა განათლების მკვლევარებმა წარმოადგინეს.
კონფერენციის მიზანია უმაღლესი განათლების განვითარების მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდა და მათი პოტენციალის ქართული განათლების სისტემის რეფორმირებაში რეალიზაცია.
კონფერენციის მოხსენებები შეეხებოდა დოქტორანტურის საფეხურზე გასაუმჯობესებელ საკითხებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მიმდინარე რეფორმას, მეცნიერებისა და განათლების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პოლიტიკას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გეგმებსა და სხვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.