საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა. რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 09 ნოემბრიდან 04 დეკემბრის ჩათვლით. სტაჟირების კონკურსი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ამ პროფესიით დაინტრესებული პირი გახდეს ნოტარიუსი.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს, მათ შორის, თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 5 თვე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კონკურსის წესისა და პირობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, 19:00 საათზე, EEU-ს პირველი რესპუბლიკის სახელობის აუდიტორიაში №26.
პროფესია ნოტარიუსის ფარგლებში, ნოტარიუსები სტუდენტებს წაუკითხავენ მიმოხილვით ლექციას სტაჟირების თაობაზე, ესაუბრებიან ზოგადად პროფესია ნოტარიუსის შესახებ და უპასუხებენ სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს.