გაცნობებთ, რომ 15 ნოემბერს, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე https://bit.ly/37iYHny სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი.
აღნიშნული პროგრამა აფინანსებს ბაკალავრიატის მაგისტრატურის სრულ, ორწლიან და ერთსაფეხურიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამებს (5-6 წელი სრული ან გაცვლით 1-2 სემესტრი), ასევე, გაცვლით პროგრამებს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, სასტიპენდიო პროგრამა სრულად ანაზღაურებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსებისა (მათთვის, ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება) და სპეციალიზებული კურსების (1 წელი) სასწავლო თანხას.