მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და მაქს/პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი: ’’საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მათთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი გზები და საჭიროებები’’.
ვორკშოპი გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა.
ვორკშოპის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, შალვა მაჭავარიანმა და მაქს/ პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელმა ელიკო წიკლაური–ლამიხმა.
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს:
- პროფესორი პიტერ ვილკიცკი,კიოლნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თემით: სახელმწიფოების ვალდებულება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ურთიერთობის მიმართებაში
- დოქტორი ანიტა უშაცკა, პროფესორი, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე (2011-2012), თემით: კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
- დოქტორი ელიკოწიკლაური–ლამიხი, პროფესორი, მაქს/პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის საქართველოსთან პარტნიორული თანამშრომლობის პროექტის ხელმძღვანელი, თემით: ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიმოხილვა
- დოქტორი სუნჯანა როქსანდიჩ ვილდიჩკა, ასისტენტ-პროფესორი, ზაგრების სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქს პლანკის ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელი, თემით: კორუფცია და ფულის გათეთრება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები
- დოქტორი კამილსალიმოვი, პროფესორი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მეცნიერებათა და სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემით: კორუფცია და მასთან ბრძოლის გზები და მეთოდები
- დოქტორი მირალის. კაზიმოვი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტი, აზერბაჯანის საგადასახადო სამინისტროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, თემით: კორუფციასთან ბრძოლა, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ფაქტორი და საბანკო დანაშაულები, აზერბაიჯანის მაგალითზე
ვორკშოპს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
ვორკშოპის დასასრულს დოქტორ ელიკო წიკლაური-ლამიხს, დოქტორ ანიტა უშაცკასა და დოქტორ სუნჯანა როქსანდიჩ ვილდიჩკას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა და დიპლომები გადასცა.
რექტორმა, აღნიშნა, რომ მათი აკადემიური აქტივობა, არსებული თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშნელოვანი კონტრიბუციაა უნივერსიტეტის განვითრების გზაზე.