2020 წლის 13 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ 2019 წლის 23 დეკემბერს ახალი ფორმატით გამოცემული ’’სამეცნიერო შრომების კრებულის’’ პრეზენტაცია.
კრებულის სარედაქციო საბჭომ, რომელიც შედგება ქართველი და უცხოელი დარგის სპეციალისტებისგან, თემატიკის მნიშვნელობიდან და საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, კრებულში გამოსაქვეყნებლად 21 სამეცნიერო ნაშრომი შეარჩია. კრებულში წარმოდგენილია როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო სტატიები.
დამსწრე საზოგადოებას კრებულის გამოცემა უნივერსიტეტის რექტორმა, დავით ჩერქეზიშვილმა მიულოცა და აღნიშნა კრებულის მნიშვნელობა უმაღლესი დაწესებულებების კვლევითი პოტენციალის ამაღლებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებში. კრებული წარადგინა სამეცნიერო რედაქტორმა, ვიცე-რექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფესორმა შალვა მაჭავარიანმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კრებულში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების ავტორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
გამოცემის შესახებ
სამეცნიერო შრომების კრებული იხ. ბმულზე
სარედაქციო საბჭო: პროფ. შალვა მაჭავარიანი (მთავარი რედაქტორი), ასოც. პროფ. გელა გრიგოლაშვილი, თათია ღერკენაშვილი (პასუხისმგებელი მდივანი), პროფ. მიხეილ თოქმაზიშვილი, პროფ. ელიკო წიკლაური-ლამიხი, პროფ. იან ბოემი, პროფ. ინდრეკ იაკობსონი, პროფ. ზვიად როგავა, პროფ. დავით ბოსტოღანაშვილი.
გამომცემელი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
გამოცემის თარიღი: 2019, 23 დეკემბერი