2020 წლის 13 იანვარს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი ,,საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ძებნის მექანიზმების” შესახებ.
საერთაშორისო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მიაწოდეს. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების მიმართულების ბაზებზე, მათი სარგებლობის მექანიზმებზე და პრაქტიკულ საჭიროებაზე.
ტრენინგს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი გახელაძე და პროგრამაში ჩართული ,,აკადემიური წერის” ლექტორი დაესწრნენ.