აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე საქართველოში არსებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
მნიშვნელოვანი თარიღები:
ანოტაციის მიღების ბოლო ვადა | 1 ივნისი | 2020 წ. |
სამეცნიერო ნაშრომის მიღების ბოლო ვადა | 1 ოქტომბერი | 2020 წ. |
ანოტაციების შერჩევა და ავტორებისთვის შეტყობინება | 16 ოქტომბერი | 2020 წ. |
სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა და ავტორებისთვის შეტყობინება | 16 ნოემბერი | 2020 წ. |
კრებულის გამოცემა | დეკემბერი | 2020 წ. |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული 2020’’.
განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროს მენეჯერს, თათია ღერკენაშვილს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tatia.gherkenashvili@gmail.com; მობ: 598 10 57 29
სამეცნიერო კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!