საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. EEU-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში.
საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია:
- დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
- შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
- საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება;
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ!
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!
რეგისტრაციის ვადები და პირობები:
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2020 წლის 20 თებერვლიდან 14 აპრილის ჩათვლით მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას (ოთახი 19) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
- პირს, რომელმაც განაცხადა წერილობითი თანხმობა რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (20 თებერვალი-20 მარტი);
- EEU-ს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება 3,0 GPA-ით ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
- EEU-ს ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს, რომელთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA: 3,0)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: (032) 2 48 01 41, ელ-ფოსტა: m.liklikadze@eeu.edu.ge
EEU–ს ადმინისტრაცია, ოთახი 19