🔻ტრენინგი მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალისთვის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამისა და
სილაბუსების მიზნებისა და სწავლის შედეგების ჩამოყალიბებასა და სტუდენტთა შეფასების სისტემაზე მსჯელობას. ასევე, სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების გაცნობას მედიცინის მიმართულებით.
🔻 ტრენინგის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, სამუშაო ჯგუფებში მსჯელობასა და პრაქტიკული ქეისების
განხილვას, ტრენინგის მეორე ნაწილში მუშაობა წარიმართა პანელების მიხედვით. ტრენენიგი დასრულდა პანალების მუშაობის შედეგების განხილვით.
🌳 ორ დღიანი სამუშაო პროცესის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვახშამსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართულ სპეციალურ ტურში მიიღეს მონაწილეობა.