✔️კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხუთი ტელეარხის კონტენტ-ანალიზი ჩატარდა:
TV იმედი,
TV პირველი,
რუსთავი 2,
მთავარი არხი,
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
🔻აღნიშნული ტელეარხების კვლევის პერიოდი მოიცავდა პერიოდს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონტენტ-ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალ ამბებში გადმოცემული ინფორმაციის 63% ნეგატიურია, 24% – ნეიტრალური, ხოლო 13% – პოზიტიური. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობის მიხედვით აღმოჩნდა, რომ უფრო დიდი ინტენსივობით ნეგატიური სიუჟეტები ვრცელდება.
✔️აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის “ლაბორატორია Z”-ის მიერ კვლევა,ზოგადი ტენდენციის გამოსავლენად ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა და გამოკითხული 300 ადამიანის პასუხების შედეგად აღმოჩნდა, რომ 38% საერთოდ არ უყურებს სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემებს, ამის მიზეზად კი, ჭარბი უარყოფითი ინფორმაცია დასახელდა. კვლევის შედეგები წარმოადგინეს ფსიქოლოგებმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ მხეიძემ და ლაბორატორია ,,z”-ის თანახელმძღვანელმა მარიამ კვარაცხელიამ. გაანალიზების შედეგად მიღებულ იქნა სტრესის გამომწვევი კონტენტი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა ფსიქო-ფიზიკური დაავადებების მიმართ მოწყვლადს ხდის.