ინფორმაცია დისტანციური სწავლებისა და სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობების შესახებ:
-
EEU დისტანციურ სწავლებას განახორციელებს Microsoft Teams-ის ლიცენზირებული პროგრამით:
EEU სტუდენტებსა და პერსონალს დისტანციური სწავლებისთვის სთავაზობს Microsoft Teams-ის პლატფორმას, რომელიც იძლევა ვიდეო/ონლაინ ლექციების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სასწავლო ფაილების გაზიარების შესაძლებლობებს.
Microsoft Teams-ში უკვე შექმნილია EEU-ს სტუდენტებისა და პერსონალისთვის პროფილები. თქვენს პირად სასწავლო ბაზაში ,,EEU-EL’’ უკვე ატვირთულია ელექტრონული ფოსტა (User) და ერთჯერადი პაროლი, რომლის მეშვეობითაც 26 მარტიდან შეძლებთ Teams-ის პროგრამაში შესვლას და თქვენი სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
Microsoft Teams-ის პროგრამა ინტეგრირდა EEU-ს განახლებულ სასწავლო ბაზასთან (EEU-EL) და მათი გამოყენების ინსტრუქციები მოგეწოდებათ გზამკვლევის სახით 25 მარტს;
შეგახსენებთ, რომ EEU-ში დისტანციური სწავლება დაიწყება 1 აპრილს და სალექციო პერიოდი დასრულდება 27 ივნისს.
- სწავლის საფასურის გადახდის შეღავათიანი პირობები:
EEU თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სასწავლო პროცესის უწყვეტ რეჟიმში წარმართვისა და ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტებს, რომლებსაც მიმდინარე სემესტრში ჯერ არ გაუვლიათ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, შეუძლიათ, 2020 წლის 10 აპრილამდე გადაიხადონ 50 ლარი და დარეგისტრირდნენ მიმდინარე სემესტრში სასწავლო კურსებზე.
უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს სემესტრული გადასახადის დარჩენილი ნაწილის გადახდა გადაუვადდება მიმდინარე სასწავლო წლის 10 მაისამდე, დარჩენილი გადასახადი 10 ივნისამდე, ასევე, სტუდენტებს შეეძლებათ გააფორმონ სწავლის საფასურის გადანაწილების ინდივიდუალური გრაფიკი.