აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 14 და 17 თებერვლის ბრძანებებით უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსების I ეტაპი წარმატებით გადალახეს და კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) დაშვებულნი არიან შემდეგი კონკურსანტები:
1. ასოცირებული პროფესორი
- ვასილ კიკუტაძე – დეტალური სფერო: ეკონომიკა
- გივი დუჩიძე – დეტალური სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
2. ასისტენტ-პროფესორი
- მარიამ კვარაცხელია-ზირაქიშვილი – დეტალური სფერო: ფსიქოლოგია
კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება 2020 წლის 8 აპრილს 15:00 საათზე.
შენიშვნა: ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 16 მარტის №12/01-08 ბრძანების საფუძველზე კონკურსანტებთან გასაუბრება შედგება დისტანციურად ელექტრონული პროგრამა „Microsoft Teams“-ის გამოყენებით.
გასაუბრების ინდივიდუალური გრაფიკი კონკურსანტებს ეცნობებათ პირადად.