უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოდ!
გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
2020 წლის 24 ივნისს გამოცხადდა ფაკულტეტების საბჭოების წევრთა არჩევნები იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ინჟინერიის და ჯანდაცვის ფაკულტეტებზე.
საბჭოს წევრების არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 14 ივლისისა.
ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში არჩევნების გზით შედის ფაკულტეტის 4 აკადემიური პერსონალი და 2 სტუდენტი.