საერთაშორისო ურთიერთობები
🔻მსოფლიოს 15 ქვეყნის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, კვიპროსი, და ა.შ.) 30-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი (იხ. ბმული) და სტუდენტები მონაწილეობას იღებენ გაცვლით პროგრამებში; პარტნიორ უნივერსიტეტებში საზაფხულო და ზამთრის სკოლები სტუდენტებისთვის შეთავაზებულია საუკეთესო პირობებით და თითოეულ მათგანს დამატებით შანსს აძლევს გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება მისთვის საინტერესო მიმართულებით.
🔻 ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წევრი (EPLO), რომლიც მოიცავს პარტნიორობას ევროპის 70-ზე მეტ უნივერსიტეტთან, როგორიცაა: Université de Paris I – Panthéon-sorbonne (France), Universidad de Castilla-La Mancha (Spain), Queen’s University of Belfast (United Kingdom), Erasmus University Rotterdam (The Netherlands), Technische Universität Dresden (Germany), Università di Roma “La Sapienza” (Italy) და ა.შ.
🔻 ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) – საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის პირველი კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც მოიპოვა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინდივიდუალური სრული წევრის სტატუსი. დეტალები იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/101/
🔻ევროპისა და აზიის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი და წევრია;
🔻 2015 წლიდან ჩართულია ERASMUS+ პროგრამაში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ EEU-ს პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში;
🔻 15-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის ავტორი, უცხოელი პროფესორების მიერ ჩატარებული არაერთი საჯარო ლექცია, ვორკშოპები, ტრენინგები და ა.შ.