უნივერსიტეტის დოქტორანტების, პედაგოგებისა და მკვლევარების მობილობის მხარდასაჭერად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2005 წელს დაამტკიცა ეროვნული სტიპენდიის პროგრამა.
პროგრამა ფინანსდება სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტროს მიერ. განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველა ქვეყნის მოქალაქეს, გარდა სლოვაკეთისა.
სტიპენდიის ყოველთვიური ოდენობაა:
- მაგისტრანტებისთვის 400 ევრო;
- დოქტორანტებისთვის 734 ევრო;
- უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მკვლევარებისთვის 734 დან 1050 ევრომდე.
პროგრამამ სტიპენდიასთან ერთად, დამატებით შეიძლება დააფინანსოს მგზავრობის ხარჯებიც.
საბუთების წარდგენა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, 6 კვირით ადრე, არაუგვიანეს 30 აპრილისა და/ან 31 ოქტომბრისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.scholarships.sk/en/main/programme-terms-and-conditions/foreign-applicants