აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 20 ივლისს, გაიმართა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ონლაინ სწავლების მნიშვნელობა COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში და სამედიცინო განათლება“. კონფერენცია ჩატარდა EEU-ს Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამა Teams 365-ის საშუალებით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც. კონფერენციის ბოლოს, ყველა მომხსენებელს გადაეცა ელექტრონული სერტიფიკატი. მათ შორის, ხუთ გამორჩეული მომხსენებელი: ნიკიტა გაური (EEU), რეკჰა ბასკარი (EEU), ომ ქალიანი (EEU), შიამოშრეე ბანერჯეე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და აადილ შარიფ ჰამანათ შარიეფ (EEU) დაჯილდოვდნენ წარჩინების სერტიფიკატით და გადაეცათ ფულადი ჯილდო.