2020-2021 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულად ამოქმედება, ახალი ცოდნის შექმნა, მკვლევართა საერთაშორისო აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვის წახალისება.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი
- კონკურსისთვის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდიდან გამოყოფილია 100 000 ლარი.
- დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ჯგუფურად (უფლებამოსილი სუბიექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ „2020-2021 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობებში“ ).
- თითოეულ კვლევით პროექტზე მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
- პროექტის ხანგრძლივობა – 12 თვე;
დეტალური ინფორმაცია 2020-21 სასწავლო წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსის პირობების შესახებ იხ. ბმულზე
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საპროექტო განაცხადების რეგისტრაცია განხორციელდება 15 აგვისტოდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით 00:00 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge.
- კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;
- დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე პროექტების სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა – 2020 წლის – ნოემბერი;
- დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2020 წლის დეკემბერი;
- საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2021 წლის იანვარი.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილმა სუბიექტებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ საგრანტო პროექტის განაცხადი ხელმოწერილი და დასკანერებული სახით (იხ. განაცხადის ფორმა) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად:
- საპროექტო წინადადება ქართულ ენაზე (ფორმა, PDF დოკუმენტის სახით);
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ბიუჯეტის ფორმა);
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ფორმა);
- უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ;
- პროექტის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული ფიზიკური პირების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, დოქტორანტის/ მაგისტრანტის, ბაკალავრის სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სწავლის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან);
- კვლევით პროექტში ჩართულ პირთა (ხელმძღვანელის, მკვლევარების) პროფესიული რეზიუმეები.
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსში წარმოდგენილი საგრანტო პროექტები შეფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით: კვლევითი პროექტის სამეცნიერო ღირებულება და პროექტის განხორციელება.
დეტალური ინფორმაცია შეფასების კრიტერიუმების შესახებ იხ. ბმულზე: https://bit.ly/2XeN8uy
საკონსულტაციო განრიგი:
- საკონსულტაციო შეხვედრა ფაკულტეტების შესაბამისად გაიმართება 2020 წლის 7 სექტემბერს და 8 სექტემბერს:
- ჯანდაცვის ფაკულტეტი – 07.09.2020, 15:00 სთ
- იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 07.09.2020, 17:00 სთ
- ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი – 08.09.2020, 15:00 სთ
- საგრანტო პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge