აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლითი პროგრამის შესახებ დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სამივე საფეხურისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა 2020-2021 წლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ან/და აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტში.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს, როგორც სწავლის, ასევე მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს!
სტუდენტებთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა ასწავლოს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია პარტნიორ „ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტში.
„ონდოკუზ მაიის“-ის უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია თურქეთში, რომელიც მდებარეობს ქალაქ სამსუნში და რომელშიც ფუნქციონირებს 16 ფაკულტეტი, 1 კონსერვატორია, 14 სკოლა და 5 ინსტიტუტი. სტუდენტების რაოდენობა კი აჭარბებს 40 000. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.omu.edu.tr/en.
სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
გისურვებთ წარმატებებს!