ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, დასაქმდეთ ღია კონკურსის გზით და გაიაროთ ერთწლიანი ანაზღაურებადი (700 ლარი) სტაჟირება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
სტაჟირების პროცესი იურიდიული განათლების მქონე პირებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, ღია კონკურსის საფუძველზე, გახდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრები. სტაჟირების პროგრამის მიზანი კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე იურისტების მოძიება და მათ განვითარების ხელშეწყობაა.
კონკურსით დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
კონკურსის ფარგლებში აპლიკანტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები: განაცხადების მიღება/გადარჩევა; პროფესიული ტესტირება; ტესტირება ზოგად უნარებში; გასაუბრება.
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით: www.hr.gov.ge.
განაცხადში მითითებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. ამასთან, ქართულ ენაზე შევსებული უნდა იყოს სამოტივაციო წერილის გრაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს თანამდებობით დაინტერესების მიზეზს, კანდიდატის ცოდნას ან/და გამოცდილებას, რითაც დასტურდება მისი შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციასთან.
სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის (წარსადგენი დოკუმენტაცია და კონკურსის ეტაპები) შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულებს: https://stateinspector.ge/ka/article/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuri-sagamodziebo-departamentshi-stajirebis-programas-iwyebs/61