განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 იანვრის ჩათვლით. დაინტერესებული კანდიდატები, არაუგვიანეს ა/წლის ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას.
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტრო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
- მაგისტრატურისთვის: სამართალი; ეკონომიკა და მართვა; პოლიტიკური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები.
- დოქტორანტებისათვის: საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე:
https://www.campusfrance.org/fr/le-programme-de-bourses-d-excellence-eiffel
იხილეთ პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები:
https://institutfrancais.ge/uploads/tinymce/files/Vademecum_Eiffel_2021_fr.pdf
ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.