აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი გახდა.
ELFA დაფუძნდა 1995 წელს ევროპის 80-ზე მეტი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ბელგიის ქალაქ ლევენში და დღეს მსოფლიოს 4 კონტინენტიდან 49 ქვეყნის 150-ზე მეტ იურიდიულ ფაკულტეტს აერთიანებს.
ასოციაციის მიზანია: იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება; ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმირების კოორდინაცია; სამართლის აქტუალური საკითხებზე დისკუსია და სიახლეების დანერგვა; უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; იურიდიული ფაკულტეტების წარმოჩენა იურისტთა ასოციაციებთან, ეროვნულ და ევროპულ ინსტიტუტებთან და ა.შ. ასოციაციაში გაწევრიანებული ფაკულტეტები აქტიურად არიან ჩართულნი იურიდიულ საგანმანათლებლო და ტრენინგ პროცესებში.
დღეიდან ELFA-ს პლატფორმის გამოყენებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს ეძლევა უნიკალურ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ELFA-სა და მისი წევრი იურიდიული ფაკულტეტების შემოთავაზებულ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სტატიების კონკურსებში. სტუდენტებს კი, შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ უფრო მეტ გაცვლით პროგრამაში, კონკურსებსა და ზაფხულის სკოლებში.
დამატებითი ინფორმაცია ELFA-ს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://elfa-edu.org/
გისურვებთ წარმატებებს!