დავით ბოსტოღანაშვილი (პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სამართლის ისტორია და მეთოდები;
სამართლის სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
დავით ბოსტოღანაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრი. მას აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. გასულ წლებში იკავებდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობებს.
დავით ბოსტოღანაშვილს აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის და საექსპერტო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის ერთი მონოგრაფიის და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი.