ლევან დუნდუა (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: კერძო სამართალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან დუნდუა არის სამართლის დოქტორი. ეწევა სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობას. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 2017 წლიდან -მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.
ლევან დუნდუა ეწევა პედაგოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობას. აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.