ეკატერინე შენგელია (ასოცირებული პროფესორი)
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: კერძო სამართალი;
სანოტარო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
ეკატერინე შენგელია არის სანოტარო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიუსი. ის წლების განმავლობაში ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. გასულ წლებში იყო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი.
ეკატერინე შენგელია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი სამართლის მიმართულებით, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარისა და ვორკშოპის მონაწილე და მომხსენებელი. აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარების პროგრამებში.