ზუხრა მაცაბერიძე (პროფესორი) 
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: სისხლის სამართალი;
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (EEU)
ზუხრა მაცაბერიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და სადისერტაციო საბჭოს მდივანი. აქვს საგანმანათლებლო და სახელმწოფო დაწესებულებებში მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. არის აიიპ ,,სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრი.
ზუხრა მაცაბერიძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის მონოგრაფიისა და ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და ვორკშოპების მონაწილე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენს ცალკეულ დანაშაულთა პრევენციის სისხლის სამართლებრივი და კრიმინოლოგიური ღონისძიებები.


