ლაშა ცერცვაძე (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება კერძო სამართალი;
თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე
ლაშა ცერცვაძე არის აიიპ ,,თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის” თავმჯდომარის მოადგილე და შპს FLS (Full Legal Service)-ის მმართველი პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და არბიტრაჟის ცენტრის არბიტრი და მედიატორი. 2020 წლიდან არის საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის იურიდიული კომიტეტის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში, საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სს “სილქ როუდ ბანკში” სასამართლო და სააღსრულებო მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
ლაშა ცერცვაძე აქტიურად ეწევა საადვოკატო და კვლევით საქმიანობას. არის თანაავტორი საკორპორაციო სამართლის კურსის ,,სპეციალურად მოსამართლეთათვის შექმნილი”, ავტორი მონოგრაფიის ,,დირექტორთა ვალდებულებების შესახებ“, იოაჰიმ ჰერცის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო სტატიების ავტორი და სახელმძღვანელოების თანაავტორი: სახელშეკრულებო სამართალი (USAID/JILEP) და საკორპორაციო სამართალი (GIZ).