ნათია მეზვრიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის მაგისტრი
მიმართულება: სისხლის სამართალი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
ნათია მეზვრიშვილი არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ის არის ცინცინატის უნივერსიტეტის (აშშ, ოჰაიო) სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული (LLM). წლებია ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. სხვდასხვა წლებში იკავებდა ადმინისტრაციულ თანამდებობებს სახელმწიფო სტრუქტურებში, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
ნათია მეზვრიშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარის, პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი, წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის რამდენიმე პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზატორი.