სოფო ჩქოფოია (ასოცირებული პროფესორი)
სოციალური მეცნიერებების დოქტორი;
მიმართულება: საჯარო მმართველობა
EEU-ს იურდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი
სოფო ჩქოფოია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ის წლებია ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას.
სოფო ჩქოფოია აქტიურად ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი და მონაწილე, არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ორი სახელმძღვანელოს ავტორი. ასევე, არის ავტორი არაერთი პროფესიული განვითარების პროგრამის, სკოლისა და კურსების.