ქეთევან ჯიჯეიშვილი (ასოცირებული პროფესორი) ![](https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2020/11/ქეთევან-ჯიჯეიშვილი.png)
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: პოლიტიკის მეცნიერება;
გენდერული თანასწორობის კავშირის დამფუძნებელი
ქეთევან ჯიჯეიშვილი არის ააიპ-გენდერული თანასწორობის კავშირის დამფუძნებელი. მას აქვს პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ქეთევან ჯიჯეიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია და ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო, არის 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარისა და ვორკშოპის მონაწილე.