ხათუნა ლორია (ასოცირებული პროფესორი)
სამართლის დოქტორი;
მიმართულება: საჯარო სამართალი;
ხათუნა ლორიას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ის არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის მონაწილე, საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამისა და კურსების მონაწილე და სერტიფიკატების მფლობელი. მათ შორის, იურიდიული განათლების მეთოდები უმაღლეს სასწავლებლებში (USAID), კაზუსის ამოხსნის მეთოდები ადმინისტრაციულ სამართალში, (GIZ), ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ERASMUS+, PRINTeL, პოლონეთის რობერტ შუმანის სახელობის ფონდის მიერ მომზადებული პროექტი ქართველი სამართლის ლექტორებისათვის- სწავლების ევროპული სისტემები, პოლონეთი, (ვარშავა).
ხათუნა ლორია აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ის არის ორი სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორი და რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროგრამების განვითარების კომიტეტის წევრი.