შალვა მაჭავარიანი (პროფესორი)
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: მენეჯმენტი;
ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში, EEU
შალვა მაჭავარიანი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო საკითხებში, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარე. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება. ის სხვადასხვა წლებში იყო ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საინვესტიციო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი; საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური კომისიის უფროს მრჩეველი, მსოფლიო ბანკის პროგრამის „საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის – ’’ო’’ კომპონენტის ხელმძღვანელი; ამერიკული უნივერსიტეტისა და ჯორჯ მესონის უნივერსიტეტის პროგრამის „საქართველოში ეკონომიკური დანაშაულისა და ფულის გათეთრების პროგრამის“ თანახელმძღვანელი, სამეცნიერო დარგში პრორექტორი თბილისის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტში და კავკასიის უნივერსიტეტში.
შალვა მაჭავარიანს აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის 15 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მონაწილე და 6 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი. 20-მდე სამეცნიერო შრომების კრებულის სამეცნიერო რედაქტორი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული 4 გლობალური გამოცემის ქართული თარგმანის პროექტის ხელმძღვანელი და სამეცნიერო რედაქტორი, 64 სამეცნიერო პუბლიკაციის და 2 გამოგონების (პატენტი) ავტორი. არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის ორგანიზატორი და მოდერატორი. დაჯილდოებულია ღირსების საპატიო ორდენით.