ავთანდილ გაგნიძე (პროფესორი)
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
მიმართულება: ბიზნეს ადმინისტრირება;
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, EEU
ავთანდილ გაგნიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება, წინა წლებში იკავებდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას, არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის (IB – International Baccalaureate), Advanced Placement–ისა და საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) ექსპერტი.
ავთანდილ გაგნიძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის 90-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ათეულობით სემინარის, სამეცნიერო კონფერენციისა და კვლევის მონაწილე. აქვს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობის გამოცდილება. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებული” სარედაქციო კოლეგიის წევრი და რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რეცენზენტი.