თამარი თოლორაია (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: განათლების მეცნიერებები;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი
თამარ თოლორაია არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
თამარ თოლორაია გასულ წლებში იყო MCA პროექტის „ზოგადი განათლების განვითარება საქართველოში“ მონაწილე; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების ექსპერტი ეთნიკური უმცირესობების განათლების მიმართულებით; ასევე, სს „სმარტმენი“-ს კონსულტანტი განათლების მიმართულებით; საქართველოს გაეროს ასოციაციის სკოლაში დაწყებითი განათლების მასწავლებელი და ქალაქ ზუგდიდის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი.
თამარ თოლორაია არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, ასევე, არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციისა და პროექტების მონაწილე.