შალვა ტაბატაძე (პროფესორი)
განთლების მეცნიერებათა დოქტორი;
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი
შალვა ტაბატაძე არის აიიპ- “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” თავმჯდომარე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. ის არის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) და PHI BETA DELTA INTERNATIONAL SCHOLARS – წევრი, OSCE HCNM, Council of Europe, CIPDD, UNAG – განათლების პოლიტიკის ექსპერტი, განათლების საერთაშორისო კონსულტანტი მოლდავეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, საქართველოში; საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „მულტილინგვური განათლების საერთაშორისო ჟურნალის“ დამფუძნებელი.
შალვა ტაბატაძე წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის 5 სახელმძღვანელოს, 10 მონოგრაფიის, 4 თარგმანისა და 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 40-ზე მეტ კვლევით-საგანმანათლებლო და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტში; განათლების რეფორმებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) ჯილდოს მფლობელი.