გიორგი დიდიძე (ასოცირებული პროფესორი)
მენეჯმენტის დოქტორი
მიმართულება: მენეჯმენტი და ადმინისტრირება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი დიდიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ფლობს მენეჯმენტის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის მაგისტრისა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზისა და კომერციის მაგისტრის ხარისხებს. იგი არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი დიდიძეს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. ასევე, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გიორგი დიდიძე არის არაერთი სამეცნიერო და პროფესიული ნაშრომების ავტორი; გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი, სემინარი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.