ალექსანდრე დვალი (ასოცირებული პროფესორი)
ეკონომიკის მაგისტრი (ISET);
მიმართულება: ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები
ალექსანდრე დვალი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მანქანური სწავლების, ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვისა (computer vision) და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მიმართულებებს Python დაპროგრამების ენის გამოყენებით. გასულ წლებში იყო მარკეტ „ინტელიჯენს კაუკასუსი“-ის სტატისტიკოსი, „კონსტანტა ბანკის“ ფილიალის მმართველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკრედიტო რისკების სპეციალისტი.
ალექსანდრე დვალი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის კომპანია „Olmait“-ის მონაცემთა მეცნიერი. აქვს მონაწილეობა მიღებული საერთაშორისო ფორუმებში და პროფესიული განვითარების საერთაშორისო ტრენინგებში.