რუსუდან კვარაცხელია (ასოცირებული პროფესორი)
ეკონომიკის დოქტორი;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
რუსუდან კვარაცხელია წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტი. ის წლებია ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო კომპანიების: შპს „ქორფა“, შპს „გრინ ლაბ“, შპს „ბიოფრეშ“ დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ბიზნესი“ დირექტორი.
რუსუდან კვარაცხელია აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი; ასევე, აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამებში და სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, არის სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი.