ქეთევან აფთარაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
განთლების მეცნიერებების დოქტორი;
მიმართულება: განათლების მეცნიერებები;
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, განათლების დეპარტამენტის უფროსი (EEU)
ქეთევან აფთარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი და განათლების დეპარტამენტის უფროსი, განათლების მეცნიერებებისა და კვლევების სამაგისტრო და სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. ის წლებია ეწევა პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას. სხვადასხვა წლებში იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, უფროსის მოადგილე, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2015 წლიდან დღემდე არის მიწვეული სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტების გამსწორებლად; 2013 წლიდან აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. მიღებული აქვს მასწავლებლის განათლების მაგისტრისა და ფილოლოგიის ბაკალავრის კვალიფიკაციები. აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.
ქეთევან აფთარაშვილი ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და აქტიურად არის ჩართული კვლევით პროექტებში. ERASMUS+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში პედაგოგიური პრაქტიკა გაიარა ზემო ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში (ლინცი). ავტორია სამეცნიერო პუბლიკაციების განათლებისა და სწავლების საკითხებზე. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებული“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარების ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში, არის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზატორი.