თინათინ როდონაია (ასისტენტ-პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება;
EEU-ს ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს მდივანი
თინათინ როდონაია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ის აქტიურად ეწევა პროფესიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. 2018 წლიდან არის ევროპის დისტანციური და ელექტრონული სწავლების ქსელის წევრი. 2002 წლიდან საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი (ETAG), 2006 წლიდან Shalom Club – ისრაელის პროგრამის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრი. გასულ წლებში იკავებდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი მენეჯერის თანამდებობას.
თინათინ როდონაია ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 5 სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სემინარებში და პროფესიული განვითარების პროგრამებში, მათ შორის, ამერიკის მთავრობის დაფინანსებით ორეგონის უნივერსიტეტის დისტანციური სასწავლო კურსი განათლების მიმართულებით, საერთაშორისო სემინარი იერუსალიმში, (იზრაელი) – საგანმანათლებლო უნარ-ჩვევების განვითარება, ინდიანის უნივერსიტეტის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ორკვირიან საერთაშორისო საზაფხულო ინსტიტუტში (ბლუმინგტონი, ინდიანა).