თემურ მაისურაძე (პროფესორი)
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;
მიმართულება: მენეჯმენტი;
კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, EEU
თემურ მაისურაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, კვლევითი ცენტრის ,,მრავალფუნქციური ლაბორატორია-ჭკვიანი აუდიტორია“ ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება. ის იყო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
თემურ მაისურაძეს აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, არის 157 გამოგონების (პატენტის), არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსის „Innovative Breakthrough“ 2010 და 2011 წლების გამარჯვებული, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, ვორკშოპის მონაწილე და მოდერატორი.