ბუქარესტის ახალი ევროპის ინტიტუტი (რუმინეთი) აცხადებს 2021-2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებს პოსტდოქტორანტებისთვის, ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების დარგში (მათ შორის სამართალი და ეკონომიკა). პროგრამა მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. პროგრამაში მონაწილე მკვლევარებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკვლევ თემაზე, მონაწილეობა მიიღონ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებებში, სემინარებში და სხვა. აგრეთვე, ისინი განახორციელებენ ერთთვიან კვლევით ვიზიტს სასურველ კვლევით ინსტიტუტში.
პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი აკადემიური სემესტრი (5 თვე, 2021 წლის ოქტომბრიდან ან 2022 წლის მარტიდან) ან სრული აკადემიური წელი.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 15 იანვარი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: