26 იანვარს, 18:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ–ვორქშოპი: „კოვიდ-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური პერსპექტივები“.
ონლაინ-ვორქშოპის მიზანია კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის შედეგად უმაღლესი განათლების სფეროში წარმოქმნილი გამოწვევების (სწავლა, სწავლება, კვლევა) ანალიზი ინტერდისციპლინურ ჭრილში.
ვორქშოპის თემატიკა, სადისკუსიო საკითხები, დღის წესრიგი:
- კოვიდ 19-ის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების გააზრება ინტერდისციპლინურ კონტექსტში;
- უმაღლესი განათლების სფეროზე პანდემიის ზეგავლენა და მასზე რეაგირების მექანიზმები.
მომხსენებლები:
გიორგი თავაძე (ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი) – ფილოსოფიური პერსპექტივები კოვიდ19-ის შესახებ და პანდემიის გავლენა უმაღლეს განათლებაზე;
კახაბერ ლაზარაშვილი (ჯანდაცვის ფაკულტეტი) – კოვიდ-19 და უმაღლესი განათლება: ჯანდაცვის სკოლის პერსპექტივა;
თამთა ლეკიშვილი (ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი) – კოვიდ-19 და უმაღლესი განათლება: ბიზნესისა და ინჟინერიის სკოლის პერსპექტივა;
ლაშა ცერცვაძე (იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი) – კოვიდ-19 და უმაღლესი განათლება: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პერსპექტივა;
პოლ გიბსი (სადოქტორო განათლების განვითარების ცენტრი) – კოვიდ-19 და უმაღლესი განათლება: ინტერდისციპლინური მიდგომა.
თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა იქნება 5-10 წუთი. მოხსენებების შემდეგ კი გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.
ონლაინ–ვორქშოპის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები
სამუშაო ენა: ინგლისური
ონლაინ–ვორქშოპის განხორციელების განრიგი: 26.01.2021, 18:00 საათი
ონლაინ–ვორქშოპის ხანგრძლივობა: 1,5 საათი
ფორმატი: ვორკშოპი ჩატარდება დისტანციურად MS TEAMS-ში
ონლაინ–ვორქშოპზე დასწრების ბმული: https://teams.microsoft.com/l/meetup-join/19%3ae2efc1f25f6f4e558ff821aa940ef734%40thread.tacv2/1611238362947?context=%7b%22Tid%22%3a%220465af59-54cd-463b-b47f-d077020f47a2%22%2c%22Oid%22%3a%223b258d65-486c-4525-aeb0-7f50219f9da4%22%7d