ნინო გაჩეჩილაძე (პროფესორი)
ბიოლოგიის დოქტორი;
მიმართულება : ბიოსამედიცინო მეცნიერებანი და საბაზისო სამედიცინო მეცნიერებანი (მიკრობიოლოგია ვირუსოლოგია).
ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული ასოციაციის წევრი
ნინო გაჩეჩილაძე არის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული ასოციაციის და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციების წევრი, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საკონტაქტო პირი საქართველოში და HORIZON 2020 Marie Skłodowska Curie Actions (MSCA) – კომიტეტის წევრი. მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება, სხვადასხვა წლებში იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო გრანტებისა ადმინისტრირების, ანალიზისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ააიპ ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე. ფლობს ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიურ ხარისხებს.
ნინო გაჩეჩილაძე წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომისა და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ავტორი და მონაწილე, არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და ვორკშოპის მომხსენებელი, პროფესიული განვითარების პროგრამების აქტიური მონაწილე. მისი კვლევის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ბიოლოგია, მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია.