კახაბერ ლაზარაშვილი (პროფესორი)
მიმართულება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი
EEU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
კახაბერ ლაზარაშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეფო ასოციაციის წევრი (FRSPH, UK), დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის და ჯანმრთელი უნივერსიტეტების ბრიტანული ასოციაციის მეცნიერ-თანამშრომელი, გრინვიჩის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, UCL-ის განათლების ინსტიტუტის მეცნიერ – თანამშრომელი, სსიპ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. Anglia Ruskin University-ის სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელთა მენტორი. ლონდონის არდენის უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი (ჯანდაცვის მენეჯმენტი) და ხარისხის მართვის მოდულის ლიდერი, ბაკალავრისა და მაგისტრატურის სადისერტაციო/სამეცნიერო ნაშრომების ხარისხის მართვის ექსპერტი ხელმძღვანელი. West London College of Business and Management Sciences-ის პროგრამის ხელმძღვანელი, იგი ფლობს University of Oxford – ცოდნის მენეჯმენტის სერთიფიკატს, Queen Marry University of London -ის რეპროდუქციული მეცნიერების მაგისტრის და UCL – ლონდონის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების (ჯანდაცვის მიმართულებით) დოქტორის აკადემიურ ხარისხს.
კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, არის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის, ვორკშოპის, სემინარის მომხსენებელი და პროფესიული განვითარების პროგრამების მონაწილე. ევრაზიის საერთაშორისო პრემიის მფლობელი.